ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

მინისტრმა ევროპის ჩემპიონებს და პრიზიორებს უმასპინძლა

2017-05-23 16:42

 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამბოში ევროპის ჩემპიონ და პრიზიორ სპორტსმენებს უმასპინძლა. მასთან ერთად ნაკრების წევრებს მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდა.

 

 19-21 მაისს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა 9 მედალი მოიპოვა. ვაჟთა შორის ჩემპიონი ლევან ნახუცრიშვილი (74კგ წონითი კატეგორია) გახდა, ვახტანგ ჩიდრაშვილი (57კგ) და პაატა ღვინიაშვილი (90კგ) ვერცხლს დაეუფლნენ, ლევან ბერბერაშვილი (52კგ), ზურაბ ოდოშაშვილი (62კგ), ნიკო კუცია (82კგ) და ბექა ბერძენიშვილი (+100კგ) კი მესამე ადგილზე გავიდნენ.

 გოგონებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო ნინო ოძელაშვილმა (72კგ), ელენე ქებაძე (+80კგ) კი მესამე ადგილზე გავიდა.

 

„მსურს ყველა ჩემს გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო! ევროპის ჩემპიონატის მეორედ მოგება ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ არანაკლებ გამიხარდა რუსი კონკურენტის ძლევა, რომელთანაც ცოტა ხნის წინ დავმარცხდი.

 ვეცდები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზეც კარგი შედეგი ვაჩვენო და ჩემი გულშემატკივრები გავახარო"! - განაცხადა კონტინენტის პირველობის ოქროსმედალოსანმა ნინო ოძელაშვილმა.

 

„მინისტრის მოადგილსთან ერთად ვესწრებოდი ევროპის ჩემპიონატს და გულახდილად გეტყვით, ეს იყო უდიდესი და სასიამოვნო ემოცია, რის გამოც მსურს საქართველოს ნაკრების ყველა წევრს მადლობა გადავუხადო.

 ვულოცავ ლევანს და ნინოს ოქროს მედლებს, დანარჩენ პრიზიორებს კი გამარჯვებებს ვუსურვებ. იცით, რომ 2019 წელს ბელარუსი ევროპის მეორე თამაშებს უმასპინძლებს. სადღეისოდ ეს ტურნირი სამბისტებისთვის უმაღლესი დონის შეჯიბრებაა და მინდა ვისურვო ორი წლის შემდეგ სამბისტებისგან ჩვენი ჰიმნის არაერთხელ აჟღერება", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

 

 „პირველად მოხდა, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი სამბისტთა ევროპის ჩემპიონატს დაესწრო. ეს ჩვენი ფედერაციისთვის და სპორტსმენებისთვის დიდი სტიმული იყო და ამისთვის ბატონო ტარიელ და ბატონო შალვა, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მინსკში არაერთი საინტერესო შეხვედრა შედგა ევროპის და მსოფლიო ფედერაციის ხელმძღვანელებთან, მის შედეგებს კი სამბოს ქართველი გულშემატკივრები ძალიან მალე იხილავენ", - განაცხადა სამბოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ ციბაძემ.

 წელს მსოფლიო ჩემპიონატი სამბოში 9-13 ნოემბერს რუსეთის ქალაქ სოჭში გაიმართება.

 სალომე ონაშვილი


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 272 46.1%
კალათბურთზე 161 27.3%
რაგბიზე 82 13.9%
ხელბურთზე 8 1.4%
ჭიდაობაზე 28 4.7%
ავტო-მოტოზე 4 0.7%
ჩოგბურთზე 26 4.4%
სხვა სახეობებზე 9 1.5%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908