ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

„ოქროს ლიგის“ გამარჯვებული ზედიზედ მეხუთედ გახდა თბილისის „შევარდენი 2005“.

2017-05-18 13:31

 17 მაისს „თბილისი მოლში“ გაიმართა ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი “ოქროს ლიგა“ , სადაც 8 საუკეთესო კლუბმა იასპარეზა. შეგახსენებთ რომ, „ოქროს ლიგის“ საპრიზო ფონდი 210 ათასი ლარია.


 შეჯიბრი 14:00-ზე დაიწყო. ფინალური ბლოკი 17:00-ზე. ფინალური ბლოკის დაწყების წინ გაიმართა ჟუდოქიდს-ის საჩვენებელი ვარჯიში.

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 11 მარტს ქალაქ თელავში გაიმართა და ამ შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 47 კლუბი მონაწილეობდა.

 გამოვლინდა 8 საუკეთესო კლუბი, რომელიც „ოქროს ლიგაში“ იასპარეზა: შევარდენი 2005 (თბილისი), ლომჭაბუკი (გორი), ლიდერი (თბილისი), დურმიშხანი (ქარელი), ოლიმპი (თბილისი), სამურაი (ხაშური), პატარა კახი (თელავი), ვიპ ძიუდო (გორი). „ოქროს ლიგის“ გამარჯვებული ზედიზედ მეხუთედ თბილისის „შევარდენი 2005“ გახდა

 და დაპირებული პრიზი 50 ათას ლარი მიიღო, მეორე ადგილზე გასულკლუბმა კი 40 ათას ლარი.

 მესამე ადგილოსნებმა 30 ათას ლარი მიიღეს. მესამე ადგილისთვის შეხვედრებში დამარცხებულ კლუბებს 20 ათასი ლარი გადაეცათ, ხოლო მეშვიდე ადგილზე გასულ კლუბებს - 10 ათასი ლარი.
 

 საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი უმცროს ჭაბუკებს შორის წლეულს მეხუთედ ჩატარდა. წინა ოთხივე ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის “შევარდენი 2005“ გახდა და ოთხივეჯერ ამ კლუბმა ფინალში თბილისის „ლიდერი“ დაამარცხა.

 სალომე ონაშვილი


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 530 48.9%
კალათბურთზე 230 21.2%
რაგბიზე 183 16.9%
ხელბურთზე 10 0.9%
ჭიდაობაზე 56 5.2%
ავტო-მოტოზე 9 0.8%
ჩოგბურთზე 40 3.7%
სხვა სახეობებზე 26 2.4%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908