ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი გველესიანთან

2017-05-09 15:25

 ”დინამო“ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ,  პოპულარულ და პრესტიჯულ გუნდად ითვლება საქართველოში და ბევრი ფეხბურთელისთვის სასურველი და  საამაყოა აქ თამაში.

 „დინამოს“ მოთამაშეები მიზანდასახულობით და შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან, რაც მათ თამაშზეც აისახება.
Sportline.ge ”„დინამოს“ ფეხბურთელს, გიორგი გველესიანს, გუნდის და თავისი გეგმების შესახებ ესაუბრა.

გიორგი ბავშვობიდანვე არის ფეხბურთზე შეყვარებული, 15 წლიდან დინამოს მოთამაშეა და  ამჟამად გუნდის მცველის პოზიცია უკავია.

- გიორგი, 5 მაისს ქობულეთში ეროვნული ლიგის, მეათე ტურის შეხვედრა გაიმართა რომელშიც ფოთის კოლხეთმა დინამო თბილისს უმასპინძლა. თამაში 0:3 დასრულდა დინამოს სასარგებლოდ. გაგიჭირდათ თუ არა ამ გუნდის დამარცხება და ელოდით თუ არა ამ შედეგს?

- რომ გითხრათ, ამ შედეგს არ ველოდით ან გაგვიჭირდა კოლხეთის დამარცხება, ასე არ არის. რა თქმა უნდა არ ვაკნინებ მოწინააღმდეგე გუნდს, მაგრამ ჩემპიონტი იმდენად დაძაბულია ჩვენ არ გვაქვს ქულების დაკარგვის უფლება, ამიტომაც თამაშზე მოტივირებული გავედით.


 რა შედეგის მომტანი იყო ეს გამარჯვება?

- ამ თამაშით დინამომ მიჯრით მერვე მატჩი მოიგო ჩემპიონატში 24 ქულით ლიდერობს.

უახლოეს მომავალში რა სიახლეები აქვს გუნდს?

- ამ ეტაპზე უახლოესი სიახლე ის არის რომ 10 მაისს დინამო თბილისი ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურში თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლებს. ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის გამოირჩევა და ვიმედოვნებ ამჯერადაც სტადიონზე მოსულ მაყურებელს კარგი სანახაობა ელოდება.


- როგორ ფიქრობთ, ვის სასარგებლოდ დამთავრდება დინამოსა და ლოკომოტივის შეხვედრა?

- მოგეხსენებათ დინამო პირველ ადგილზეა და ლოკომოტივი 3 ქულით ჩამოგვრჩება. ამიტომ, ჯერ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, თუ შეხვედრა რა შედეგით დასრულდება. თუმცა ვიმედოვნებ კარგ შედეგს ვაჩვენებთ.

- კმაყოფილი ხართ თუ არა ფეხბურთის ფედერაციის მუშაობით?
 
- არც ისე დიდი ხანია რაც ახალი ფედერაცია გვყავს და კმაყოფილი ვარ მათი მუშაობით. ამ მცირე პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარეს. მაგალითად: ჩემპიონატში 16 გუნდიანი ჩემპიონატის მაგივრად 10 გუნდიანი გაკეთდა და ფაქტია დონემ იმატა, მართალია ყველაფერი ესე ერთბაშად ვერ გაკეთდება, თუმცა რაღაც პერიოდს შემდეგ დიდი იმედი მაქვს ამაღლდება ჩემპიონატის დონე და ზოგადად ყველაფერი უკეთესოისკენ იქნება.

ასევე, გაკეთდა საიტი erovnuliliga.ge
სადაHD ხარისხის ვიდეოები იდება. და  გულშემატკივარს შეუძლია უყუროს როგორც პირდაპირ ეთერში, ასევე ძველი თამაშებსაც გადაავლოს თვალი.

თქვენს უახლოეს გეგმებში რა შედის? გაქვთ თუ არა ამ ეტაპზე რაიმე სახის შემოთავაზება?

- ამ ეტაპზე არ მაქვს კონკრეტული წინადადება სხვა გუნდებისგან, ახლა მხოლოდ დინამოზე ვარ კონცენტრირებული. შარშან მქონდა შესაძლებლობა უკეთეს ლიგაში გადასვლის მას შემდეგ როცა ჩემი და დინამოს გზა გაიყარა.

თუმცა სამწუხაროდ ტრამვავ არ მომცა საშუალება და საქართველოში დაბრუნება მომიწია.

- თქვენი საყვარელი გუნდი
რომელია დინამოს შემდეგ? და რომელ გუნდთან ისურვებდით თამაშს?

დინამოს შემდეგ ჩემი საყვარელი გუნდი manchester united არის და ამ გუნდთან ერთად თამაშზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი.

- როდესაც ვეტერანი ფეხბურთელი გახდებით, გიფიქრიათ  იმაზე თუ რას გააკეთებთ?

საბედნიეროდ ჯერ ადრეა ამაზე ფიქრი. ზოგადად ერთი თვის მერე რა უნდა გავაკეთო ეს არ მაქვს გადაწყვეტილი ხოლმე და შესაბამისად არ ვიცი რის გაკეთებას გადავწყვეთ.
 
 
sporline.ge გუნდ დინამოსა და გიორგი გველესიანს წარმატებას უსურვებს !

სალომე ონაშვილი 


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 588 41.1%
კალათბურთზე 253 17.7%
რაგბიზე 429 30%
ხელბურთზე 10 0.7%
ჭიდაობაზე 61 4.3%
ავტო-მოტოზე 12 0.8%
ჩოგბურთზე 44 3.1%
სხვა სახეობებზე 34 2.4%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908