ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

მზიურში მდებარე საჩოგბურთო კომპლექსს ალექსანდრე მეტრეველის სახელი მიენიჭა

2017-05-03 14:46

  თბილისის საკრებულომ ეს გადაწყვეტილება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს რჩევით მიიღო. ამ მოვლენასთან დაკავშირებით კორტებზე სიმბოლური დაფა გაიხსნა.

საზეიმო ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი უმცროსი, თბილისის საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში ჩამოსული ალექსანდრე მეტრეველი დაესწრნენ.

  მეტრეველი მეორე თანამედროვეა, ვისი სახელიც სპორტულ კომპლექსს მიენიჭა. პირველი ნონა გაფრინდაშვილი გახლდათ, რომლის სახელიც ვერის პარკში მდებარე ჭადრაკის სასახლეს უწოდა.

 ალექსანდრე მეტრეველი თითქმის ორი ატ+თეული წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ნომერ პირველი ჩოგანი გახლდათ. ის თვრამეტი წლის განმავლობაში ხვდებოდა ქვეყნის ათ საუკეთესო მოთამაშეს შორის, თორმეტჯერ კი წელი პირველი ნომრით დაასრულა.
 
სალომე ონაშვილი


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 269 46%
კალათბურთზე 159 27.2%
რაგბიზე 82 14%
ხელბურთზე 8 1.4%
ჭიდაობაზე 28 4.8%
ავტო-მოტოზე 4 0.7%
ჩოგბურთზე 26 4.4%
სხვა სახეობებზე 9 1.5%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908