ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

ექსკლუზიური ინტერვიუ ადამ ოქრუაშვილთან

2017-04-20 10:10

  საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე  წარმატებული სპორტსმენია ადამ ოქრუაშვილი. მან რამდენიმე ხნის წინ მეექვსე ოქროს მედალი მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ადამმა გრან პრიზე ფინალში, უკრაინელი სტანისლავ ბონდარენკო ბრწყინვალად დაამარცხა, აღსანიშნავია ისიც რომ პირველ წრეში ლეგენდარულ ალექსანდრ მიხაილინს შეხვდა და ასევე წარმატებით გაიმარჯვა.

 

ადამ ოქრუაშვილმა გრან პრისა და ზოგადად ძიუდოს შესახებ სპორტლაინ.-ჯი-სთან უფრო ვრცლად ისაუბრა. 


 - პირველ რიგში გილოცავთ გრან პრიზე გამარჯვებას, როგორი შეგრძნება გქონდათ როცა გააცნობიერეთ რომ მეექვსე ოქროს მედლის მფლობელი გახდით?


 - იმის მიუხედავათ, რომ ოლიმპიადის მერე დავისვენე და ძალების აღდგენა ცოტა გამიჭირდა,ეს გამარჯვება ჩემთვის უცხო მაინც არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ ველოდი რომ ოქროს მედალს ავიღებდი.


 - პირველ წრეში ლეგენდარული მძიმე წონოსანი,მსოფლიოს 3-გზისა და ევროპის 6გზის, 37 წლის ალექსანდრ მიხაილინი შეგხვდათ. როგორ განვითარდა თქვენი შეხვედრა, გაგიჭირდათ თუ არა მისი დამარცხება?


 - მოგეხსენებათ სპორტსმენებმა ვიცით ერთმანეთის შესაძლებლობები და ასე ვთქვათ სუსტი წერტილებიც.

 

მეგონა რომ ალექსანდრს იოლად დავამარცხებდი, თუმცა როგორც ჩანს საკმაოდ კარგად მომზადებული იყო, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მოვუგე და მე ჩემი აზრით საკმაოდ სამართლიანადაც, მართალია იქ გაჟღერდა მისი ქომაგების მხრიდან, რომ თითქოს უსამართლოდ წააგო მიხაილინმა, მაგრამ ძიუდოში ვინც ერკვევა ნახავს რომ არანაირ უსამართლობას არ ჰქონდა ადგილი და სრულიად დამსახურებულად გავიმარჯვე.


 - ხშირად ხვდებით უსამართლობას ძიუდოში?


 - დიახ სამწუხაროდ. ეს ერთ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას არ ეხება. ყველგან ხდება უსამართლობა, მაგრამ ამ შემთხვევაში უძლურები ვართ სპორტსმენები.


 - ფინალში უკრაინელი სტანისლავ ბონდარენკო დაამარცხეთ. რთული იყო მისი დამარცხება?


 - პირველ წრეში ალექსანდრ მიხაილინის დამარცხება უფრო გამიჭირდა ვიდრე სტანისლავ ბონდარენკოსი. შეიძლება ითქვას რომ ძალიან მარტივად მოვუგე ბონდარენკოს.


 - რას გვეტყვით დაჯილდოების შესახებ?


 - მინდა გითხრათ რომ, დაჯილდოება ჩემთვის მეორეხარისხოვანია. სპორტსმენისთვის იმაზე დიდი ჯილდო არ არსებობს როდესაც ხედავს რომ თავისი ქვეყანა ასახელა და გულშემატკივარი გაახარა.

 

ვერ აგიღწერთ რამხელა სიხარულია ეს ჩემთვის და ეს უფრო დიდ სტიმულს მაძლევს. რა თქმა უნდა თავიდან მქონდა ის პერიოდი რომ მატერიალურ მხარესაც ვუყურებდი ვინაიდან მოგეხსენებათ რომ სპორტსმენისთვის ელენემტარული კვებისთვის და ფორმის შესანარჩუნებლად საჭიროა ფინანსები. რაც შეეხება გრან პრის პრიზს, როგორც სხვა დროს ხდება ხოლმე, ახლაც ფულადი ჯილდო გადმოგვცეს.

 

- თქვენი აზრით რამდენად კარგად აფასებენ სპორტის ამ სახეობას საქართველოში?


- საინტერესო კითხვაა... პროტესტს დიდად არ გამოვხატავ ხოლმე თუ რაიმე არ მომწონს მაგრამ ამ შემთხვევაში ერთს ვიტყვი, რომ სხვა ნომრებს საგრძნობლად ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ვიდრე პირველ ნომრებს.

 

რა თქმა უნდა ეს პირადად მე არ მეხება, მაგრამ კარგი იქნება თუ სტიმულს მისცემენ ხოლმე მეორე მესამე ნომრებს რომ უკეთესად მოემზადონ და თავიაანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად აჩვენონ ამისთვის კი მოგეხსენებათ მატერიალური სიძლიერეა აუცილებელი.

 

ასევე პიარსაც უნდა მიაქციონ ყურადღება, მართალია ეს რამდენიმე სპორტსმენს არ გვეხება, მაგრამ საჭიროა სხვა ძიუდოისტების გაპიარებაც რომ უფრო მეტად გაიცნოს და შეიყვაროს მომავალმა თაობამ ძიუდო და მოუნდეთ ამ სპორტზე შესვლა. 


- ხართ თუ არა ძიუდოს ფედერაციის მუშაობით კმაყოფილი?


- მე დიდად არ ვარ ჩახედული მათ საშინაო საქმეებში და არ ვიცი თუ რა, როგორ, რანაირად ხდება ქართულ ძიუდოში მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო ის არაჩვეულებრივი სიახლე რომელიც ფედერაციამ გააკეთა. ეს არის შიდა ტურნირები, რომლებიც  მოჭიდავეებს აძლევს საშუალებას მიიღონ მონაწილეობა.


- გაქვთ თუ არა დაგეგმილი რაიმე შეჯიბრი მომავალში?


- დიახ, აპრილის თვის ბოლოს ევროპის ჩემპიონატზე ვიღებ მონაწილეობას.


- როდესაც ვეტერანი სპორტსმენი გახდებით, სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი?


- იცით არ მიფიქრია ამაზე. შეიძლება ბავშვები ვავარჯიშო ძიუდოში, შეიძლება სხვა კუთხით წავიდე და ეს სულაც არ ეხებოდეს ძუდოს.  საბედნიეროდ ჯერ ადრეა ვეტერანობამდე და ამიტომ არ მაქვს ჯერ ჩამოყალიბებული თუ რის გაკეთებას ვაპირებ ძიუდოს კარიერის დასრულების შემდეგ.


- და ბოლოს, რას ურჩევდით დამწყებ ძიუდოისტებს?


- პირველ რიგში მიზანი უნდა დაისახონ და ბევრი ივარჯიშონ. დამიჯერეთ როდესაც მიზანი ზუსტი გაქვს ყველაფერი უფრო მარტივი ხდება. რა თქმა უნდა ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო და მონდომებული ადამიანი აუცილებლად მიაღწევს იმას რაც ნამდვილად სურს.


ავტორი : სალომე ონაშვილი


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 589 41.1%
კალათბურთზე 253 17.7%
რაგბიზე 429 30%
ხელბურთზე 10 0.7%
ჭიდაობაზე 61 4.3%
ავტო-მოტოზე 12 0.8%
ჩოგბურთზე 44 3.1%
სხვა სახეობებზე 34 2.4%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908