ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

საქართველოს ორი ბრინჯაო

2015-07-29 11:48

ევროპის XIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს გუნდმა მეორე საშეჯიბრო დღეს პირველი მედლები მოიპოვა - ძიუდოისტები ზურაბ კახნიაშვილი და თემურ ნოზაძე მესამე ადგილზე გავიდნენ.  

 

50კგ წონით კატეგორიაში ზურაბ კახნიაშვილის ნაცვლად ევროპის ვიცე-ჩემპიონს გიორგი ნიაზაშვილს უნდა ეჭიდავა, თუმცა რამდენიმე დღის წინ მან ვარჯიშისას თით მოიტეხა და კახნიაშვილს ამიტომაც უხმეს. მსოფლიო ჩემპიონატისთვის შეგულებულ ზურაბს პირველ წრეში რუმინელ ვლად ლუნკანთან მოეცარა ხელი, მაგრამ მომდევნო ორთაბრძოლები ვაზარით მოიგო.

 

55კგ წონაში საქართველოს ღირსებას თემურ ნოზაძე იცავდა. თანაგუნდელის მსგავსად, პირველი ორთაბრძოლა მანაც წააგო - მომავალ ჩემპიონთან, მოლდოველ იონ მიხაილოვთან. დამამშვიდებელ წრეში გადანაცვლებულმა ნოზაძემ ჯერ უკრაინელ კირილ სამოტუგს აჯობა - იპონზე დააგდო, ბრინჯაოს მედლისთვის კი თურქ უგურქან ზეჰირს სძლია. 


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 530 48.9%
კალათბურთზე 230 21.2%
რაგბიზე 183 16.9%
ხელბურთზე 10 0.9%
ჭიდაობაზე 56 5.2%
ავტო-მოტოზე 9 0.8%
ჩოგბურთზე 40 3.7%
სხვა სახეობებზე 26 2.4%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908