ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

გიორგი თევზაძის სახელობის თასის გათამაშება დრიფტში ტრადიციულ ხასიათს შეიძენს

2015-04-02 13:03

საავტომობილო სოციალურმა ქსელმა NeedForDrive.com და საქველმოქმედო ფონდმა “გიორგი თევზაძე და მეგობრები”, დრიფტში გიორგი თევზაძის სახელობის 2015 წლის თასის გათამაშება ჩაატარა.

 

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, NeedForDrive.com და საქველმოქმედო ფონდი ამიერიდან გიორგი თევზაძის პატივსაცემად, მისი სახელობის თასის გათამაშებას ყოველ წელს, მარტის ბოლოს ჩაატარებს. გიორგი თევზაძის სახელობის თასის გათამაშება უკვე მეორე წელია ტარდება, თუმცა წინა წელთან შედარებით წელს შეჯიბრის ფორმატი საკმაოდ გართულებული იყო. დრიფტში მონაწილეობას იღებდნენ როგორც პროფესიონალები ისე მოყვარულებიც.

 

თითეულ კლასში შეჯიბრის ფორმატი იყო განსხვავებული. პროფესიონალ კლასში ორგანიზატორების მიერ აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ მონაწილეს ავტომობილი აღჭურვილი ყოფილიყო კარკასით “დუგებით”, სავარძლით, ასევე მონაწილე აუცილებლად აღჭურვილი უნდა ყოფილიყო სპეციალური ტანსაცმლით “კომბინიზონით”. აღსანიშნავია, რომ ორივე კლასში როგორც მოყვარულებში ასევე პროფესიონალებში მონაწილეთა დიდი აქტივობა დაფიქსირდა და შეჯიბრი ძალიან დაძაბული გამოდგა, რასაც წვიმაც დაემატა, თუმცა მიუხედავად ცუდი ამინდისა ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გამარჯვებული გამოვლინდა საქართველოში არსებული დრიფტის წესებით. სამოყვარულო კლასში გამარჯვებულს გადაეცა 100 ლიტრი საწვავი კომპანია სოკარისგან და სამახსოვრო პრიზი ორგანიზატორებისგან. პროფესიონალ კლასში გამარჯვებულს გადაეცა გიორგი თევზაძის (თევზის) სახელობის თასი, 500 ლიტრი საწვავი კომპანია სოკარისგან, ვაუჩერი საავტომობილო ზეთების მწარმოებელ კომპანია კასტროლისგან და სამახსოვრო პრიზები ორგანიზატორებისგან. წლევანდელი თასის გამარჯვებულები არიან:

 

პროფესიონალურ კლასში გამარჯვებული – გიორგი ჯავახაძე.

 

სამოყვარულო კლასში გამარჯვებული – ლაშა ჯანაშია.

 

მაყურებლის სიმპატია პროფესიონალურ კლასში – გიორგი სარიშვილი.

 

სამოყვარულო კლასში – ავთო ხელხელაური.

 

საპატიო სიგელი შეჯიბრის ერთადერთი მონაწილე ქალბატონი – სოფი ხოჯავა.

 

საავტომობილო სოციალური ქსელი NeedForDrive.com და საქველმოქმედო ფონდი “გიორგი თევზაძე და მეგობრები”, წარმატებებს უსურვებს გამარჯვებულებს.


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 272 46.1%
კალათბურთზე 161 27.3%
რაგბიზე 82 13.9%
ხელბურთზე 8 1.4%
ჭიდაობაზე 28 4.7%
ავტო-მოტოზე 4 0.7%
ჩოგბურთზე 26 4.4%
სხვა სახეობებზე 9 1.5%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტო ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908