ოზურგეთელი პარასპორტსმენი ნიკოლოზ ბეჟუაშვილი მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონი გახდა.
ნიკოლოზი პირველად იღებდა მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატზე და პირველი ადგილზე გასვლა შეძლო.
"პირველი ადგილი ევროპის ჩემპიონი მადლობას გიხდით გულშემატკივრობისთვის ხვალ მარჯვენა ხელის ჯერია.
ჯერ გააზრებული არ მაქვს რა მოხდა. ძალიან ბედნიერი ვარ." – ამბობს ნიკოლოზი.