"დორტმუნდთან" მარცხის შემდეგ "პსჟ"-ს მფლობელ ალ ხელაიფის ლუის ენრიკეს შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან ასეთ პასუხი გასცა.
"მოთამაშეებმა, მწვრთნელმა და მხარდამჭერებმა, ყველამ დიდებული სამუშაო გასწია. შედეგით ძალიან იმედგაცრუებულები ვართ და ვფიქრობთ, უკეთესი დავიმსახურეთ.
"ლუის ენრიკეს მომავალი? სერიოზულად მეკითხებით ამას? გულწრფელად, ფეხბურთი საერთოდ გესმით ან გაგეგებათ?
"ჩვენ დიდ ხნიან პროექტს ვაშენებთ ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა გუნდით. მომავალი ბრწყინვალე იქნება, ჩვენ რაიმის შეწყვეტას არ ვაპირებთ", - განაცხადა ალ ხელაიფიმ.