"დორტმუნდთან" მარცხის შემდეგ პრესამ კილიან მბაპეს კითხვები დაუსვა, ერთ-ერთი კი შემდეგი კითხვა გახლავთ - "უგულშემატკივრებთ თუ არა "რეალს" "ბაიერნის" წინააღმდეგ?"
ამ კითხვაზე მას სიტყვიერი პასუხი არ გაუცია, გაჩუმდა, ხმა არ ამოიღო და ისე გააგრძელა სიარული.
მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი იწერება კილიან მბაპეს "სამეფო კლუბში" ტრანსფერზე, თუმცა ოფიციალურად არაფერი დადასტურებულა და მათ საგა ჯერ არ არის დანამდვილებით ცნობილი.