ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო | 17 და 19-წლამდე ნაკრებების მეტოქეები ცნობილია » სპორტის ხაზი

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო | 17 და 19-წლამდე ნაკრებების მეტოქეები ცნობილია

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო | 17 და 19-წლამდე ნაკრებების მეტოქეები ცნობილია
4-05-2024, 12:10
Aa Aa
გაზიარება:

2025 წლის ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებების მოწინააღმდეგეები გაირკვა.

ნიონში გამართულ წილისყრაზე დადგინდა, რომ 19-წლამდე ნაკრები ელიტრაუნდში ნორვეგიას, შვედეთსა და ესტონეთს შეხვდება. საგულისხმოა, რომ შესარჩევი ეტაპიდან 7 გუნდი კვალიფიცირდება და ფინალურ ეტაპზე ტურნირის მასპინძელ რუმინეთთან ერთად იასპარეზებს.

რაც შეეხება გიორგი ხიზანიშვილის 17-წლამდელთა ნაკრებს, ის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად პოლონეთს, სლოვენიასა და სომხეთს შეხვდება. აღნიშნული ეტაპი ახალი ფორმატით გაიმართება და ევროპის ჩემპიონატზე 8 გუნდი იასპარეზებს.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან ვიგებთ, ორივე ასაკობრივ ტურნირზე მატჩების თარიღებისა და მასპინძელი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი