ბუდუ ზივზივაძე: "სამწუხაროა, რომ მეორედ მიწევს მიმდინარე მოვლენებზე აზრის დაფიქსირება" » სპორტის ხაზი

ბუდუ ზივზივაძე: "სამწუხაროა, რომ მეორედ მიწევს მიმდინარე მოვლენებზე აზრის დაფიქსირება"

ბუდუ ზივზივაძე: "სამწუხაროა, რომ მეორედ მიწევს მიმდინარე მოვლენებზე აზრის დაფიქსირება"
2-05-2024, 20:23
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოც.ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება.

"ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს, კონკრეტულად კი ფეხბურთელს უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ კვლავ გავიმეორო, არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს."

"საქართველოს გზა ევროპაშია. ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის. ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა."

"პ.ს მსურს, რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს, როგორც 26 მარტის ღამეს იყო. მე ვარ საქართველო"
, - წერს ბუდუ ზივზივაძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი