კალცონამ ხვიჩა და "ნაპოლის" სხვა ფეხბურთელები დასაჯა » სპორტის ხაზი

კალცონამ ხვიჩა და "ნაპოლის" სხვა ფეხბურთელები დასაჯა

კალცონამ ხვიჩა და "ნაპოლის" სხვა ფეხბურთელები დასაჯა
23-04-2024, 22:08
Aa Aa
გაზიარება:

"Corriere dello Sport" იუწყება, რომ "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ თავისი მოთამაშეები გააკრიტიკა და დისციპლინის დასაცავად ზომებს მიმართა.

ფრანჩესკო ფეხბურთელებს განწყობას უწუნებს და უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მოთამაშეები ბოლომდე არ იბრძვიან და მოტივაცია არ აქვთ.

წყაროს ცნობით, მწვრთნელმა ხვიჩა და მისი გუნდელები ფიზიკურად ზედმეტად დატვირთა, გადამეტებულად ავარჯიშა და დისციპლინის მოსაგვარებელ საქმეებს შეუდგა.

"ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა სურს, მაგრამ ამისთვის 6 ქულით ჩამორჩება უშუალო კონკურენტებს. ჩემპიონატის დასრულებამდე კი 5 შეხვედრა დარჩა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი