ესპანური მედია: "ატლეტიკო გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს განიხილავს" » სპორტის ხაზი

ესპანური მედია: "ატლეტიკო გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს განიხილავს"

ესპანური მედია: "ატლეტიკო გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს განიხილავს"
23-04-2024, 14:01
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდის ატლეტიკო იან ობლაკის პოტენციურ ჩამნაცვლებლად გიორგი მამარდაშვილს განიხილავს.

როგორც იწერება, სლოვენიელი მეკარის მომავალი გაურკვეველია და არის შანსი, რომ 31 წლის კარის დარაჯმა სეზონის ბოლოს ატლეტიკო დატოვოს.

ამ ყველაფერს თან ერთვის ფაქტი, რომ ვალენსია გიორგი მამარდაშვილის სარფიანად გაყიდვას აპირებს, ატლეტიკო კი ერთ-ერთი ვარიანტი იქნება.

Transfermartk-ზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიას მეკარის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი