ვირტუსმა რეჯინა ბრძოლაში დაამარცხა, შენგელია კი მატჩის MVP გახდა » სპორტის ხაზი

ვირტუსმა რეჯინა ბრძოლაში დაამარცხა, შენგელია კი მატჩის MVP გახდა

ვირტუსმა რეჯინა ბრძოლაში დაამარცხა, შენგელია კი მატჩის MVP გახდა
23-04-2024, 11:55
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუსმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მართალია, მეტოქე ცხრილის სსაშუალო რეჯინა იყო, თუმცა მეტოქემ მასპინძლებს სოლიდური წინააღმდეგობა გაუწია.

ბოლონიელებმა პირველი ორი მეოთხედი დამაჯერებლად მოიგეს და შესვენებაზეც კომფორტული უპირატესობით გავიდნენ, თუმცა მესამე მეოთხედში რეჯინამ ვირტუსს 9 ქულით აჯობა და მატჩის ბოლოს სიტუაცია დაიძაბა.

მეოთხე მეოთხედში შეხვედრა თანაბრად წარიმართა და გუნდები ერთმანეთს გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა მასპინძლებმა მაინც მოიპოვეს მოგებისთვის საჭირო უპირატესობა და მატჩი საბოლოოდ ვირტუსის გამარჯვებით, 83:73 დასრულდა.

ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 25 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი დააგროვა და გუნდს მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიამ ორივე შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა ყველაზე მაღალი სროლათა პროცენტულობით შეაგროვა და მთლიანობაში, ის მატჩის საუკეთესო მოთამაშეც დამსახურებულად გახდა.

იტალიის სერია A-ს რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტური რჩება და შენგელიას გუნდი 20 მოგებითა და 8 მარცხით პირველ პოზიციაზეა. 29-ე ტურის შეხვედრას ვირტუსი 28 აპრილს, სტუმრად ტორტონასთან გამართავს.

GBF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი