ფოთის კოლხეთის ახალი მწვრთნელი კობა წიტაიშვილი გახდა » სპორტის ხაზი

ფოთის კოლხეთის ახალი მწვრთნელი კობა წიტაიშვილი გახდა

ფოთის კოლხეთის ახალი მწვრთნელი კობა წიტაიშვილი გახდა
22-04-2024, 21:55
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ფოთის კოლხეთის ოფიციალურ განცხადებაში წერია, მათი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი კობა წიტაიშვილმა ჩაიბარა.

"ფოთის „კოლხეთი 1913“-ის მთავარი მწვრთნელის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა დათო კვირკველიამ, რომელიც კლუბის სტრუქტურაში სხვა თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას."

"ფოთის „კოლხეთი 1913“-ს კობა წიტაიშვილი გაწვრთნის"
, – წერია კლუბის განცხადებაში.

ცნობისთვის, კობა წიტაიშვილი 45 წლის გახლავთ. მან კარიერა ზუგდიდის „დინამოში“ დაიწყო და გარდა ამისა, მას უთამაშია „შევარდენი-1906“-ში, „ოდიშში“, თბილისის „დინამოში“, თბილისის თსუ-ში, ირონის „ჰაპოელში“, „ბნეი იეჰუდაში“, ცაფრირიმის „ჰაპოელში“, ფოთის „კოლხეთში“, ოდესის „ჩერნომორეცში“, „ანორთოსისში“, ლიმასოლის აელ-ში, ლარნაკას აეკ-ში და „ნეა სალამინაში“.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი