ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოტინიეს-ლუვეინ-ლა-ნიუვეს საერთაშორისო ტურნირზე პირველივე წრეში წააგო.
ბასილაშვილის მეტოქე მე-9 ნომრად განთესილი ჩემ ილკელი გახლდათ, რომელთანაც ნიკამ მატჩი 2:0 დათმო.
ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი 3:6 წააგო, მეორეში კი 4:6 დამარცხდა.
ცნობისთვის, ბასილაშვილი ტურნირზე "უაილდ ქარდით" იყო მოხვედრილი და საკვალიფიკაციო ბადეში 2 მატჩის მოგების შემთხვევაში მას ძირითად ბადეში თამაშის უფლების მოპოვება შეეძლო.