ევროპის ჩემპიონატის ფინალში ლაშა გურულთან დაპირისპირებაზე კომენტარი რუსმა მოკრივემ, ტარხან იდიგოვმა გააკეთა.
როგორც იდიგოვი ამბობს, ლაშა გურული ბრძოლას ნაადრევად იმიტომ ჩაეხსნა, რომ მან ქართველის ცემა დაიწყო, ლაშას კი სხვა გზა არ ჰქონდა.
"ჩემთან ფოტო არ გადაიღო, მაგრამ ეს მისი საქმეა. ბრძოლის შემდეგ მოვიდა და გამარჯვება მომილოცა, თანაც მითხრა, რომ ჩხუბიდან მსაჯების გამო გადიოდა."
"ვერ ვხვდები თუ რა დააშავეს მსაჯებმა. ლაშა გურული ბრძოლას ზუსტად მაშინ ჩაეხსნა, როდესაც მისი ცემა დავიწყე", - ამბობს რუსი მოკრივე.