ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი გუნდურ შეჯიბრებაში - რა შედეგები აქვს საქართველოს ნაკრებს? » სპორტის ხაზი

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი გუნდურ შეჯიბრებაში - რა შედეგები აქვს საქართველოს ნაკრებს?

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი გუნდურ შეჯიბრებაში - რა შედეგები აქვს საქართველოს ნაკრებს?
28-04-2024, 23:45
Aa Aa
გაზიარება:

2024 წლის ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს ხორვატიის დედაქალაქმა ზაგრებმა უმასპინძლა.

ჩემპიონატის ბოლო დღეს მედლები გუნდურ შეჯიბრებაში გათამაშდა, სადაც საქართველო მოქმედი ჩემპიონის სტატუსით გამოვიდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა 1/4 ფინალში იტალიას 4-3 სძლიეს. 1/2 ფინალში საქართველომ მასპინძელი ხორვატია 4-1 დაამარცხა, ხოლო ფინალში საფრანგეთთან 0-4 დამარცხდა და ვერცხლის მედალის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ინდივიდუალურ შეჯიბრში 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო მოიპოვა და მედლების ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი