Rai Sport: "კონტემ ხვიჩას გუნდთან შეთანხმებას მიაღწია" » სპორტის ხაზი

Rai Sport: "კონტემ ხვიჩას გუნდთან შეთანხმებას მიაღწია"

Rai Sport: "კონტემ ხვიჩას გუნდთან შეთანხმებას მიაღწია"
28-04-2024, 01:04
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი გამოცემა "Rai Sport" იუწყება, რომ ანტონიო კონტე შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს.

წყაროს ცნობით, იტალიელმა სპეციალისტმა "ნაპოლისთან" სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და მხარეებს 3 წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურთ.

მოსალოდნელ ხელფასად სეზონში 6.5 მლნ ევრო სახელდება, ყველაფრის გაოფიციალურებას კი მხოლოდ აურელიო დე ლაურენტისის თანხმობაღა აკლია.

კონტეს გადაბირება ბევრ იტალირ კლუბს სურს, მათ შორის "იუვენტუსსა" და "მილანსაც".

ასე და ამგვარად, შესაძლოა მომდევნო სეზონში ანტონიო კონტე ხვიჩას დამრიგებელი ფახდეს, მაგრამ არის შანსი იმისა, რომ ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლურ გრანდს დატოვებს და "ბარსელონა" - "სიტიდან" ერთ-ერთში გადაბარგდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი