დაძაბულობა ალეგრისა და "იუვენტუსს" შორის » სპორტის ხაზი

დაძაბულობა ალეგრისა და "იუვენტუსს" შორის

დაძაბულობა ალეგრისა და "იუვენტუსს" შორის
27-04-2024, 19:33
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური მედია იუწყება, რომ "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრისა და კლუბის სპორტულ აგენტ კრისტიან ჯუნტოლის შორის დაძაბულობამ იმატა.

"Corriere della Sera"- ის მტკიცებით, ჯუნტოლი "მონცას" დირექტორს შეხვდა, რათა მიკელე დი გრეგორიოს თაობაზე მოლაპარაკებები გაემართათ, რაზეც მასიმილიანო ალეგრიმ არაფერი იცოდა და ამის შესახებ მისი კარგი მეგობრისგან, გალიანისგან გაიგო.

წყაროზე დაყრდნობით, ჯუნტოლი სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას ალეგრისთან კონსულტაციის გარეშე შეუდგა, რაც პირდაპირ მიმანიშნებელია იმის, რომ მიმდინარე სეზონის ბოლო "ბებერი ქალბატონისა" და "შეშლილი მაქსის" გზები გაიყრება.

თავის მხრივ, მასიმილიანოს არ სურს გუნდიდან წასვლა და კლუბის მხრიდან ელოდება კონტრაქტის შეწყვეტას, რის გამოც მისთვის კომპენსაციის სახით დაახლოებით 19 მლნ ევროს გადახდა მოუწევთ.

სწორედ ეს არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ მხარეები ჯერ კიდევ თანამშრომლობენ, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ჩემპიონობისთვის არ იბრძოდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი